პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) წარმოადგენს მეთოდს, რომლის საშუალებითაც ნუკლეინის მჟავის სპეციფიკური (სამიზნე) მონაკვეთის მილიონობით ასლი მიიღება მისი დეტექციის, გენოტიპირების ან რაოდენობრივი ანალიზის მიზნით.

მეთოდი შემუშავდა 1983 წელს Kary Mullis-ის მიერ, რისთვისაც მან ნობელის პრემია დაიმსახურა.

პჯრ მეთოდმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინა  ბიოლოგიასა და მედიცინაში: მოლეკულური დიაგნოსტიკის, მიკრობიოლოგიის, გენეტიკის, კლინიკური დიაგნოსტიკის, სასამართლო ექსპერტიზის, გარემოს დაცვითი მეცნიერებებისა და სხვა საბუნებისმეტყველო დარგებში.

Life technologies - გთავაზობთ ფართო სპექტრის პჯრ-აპარატურას 

 

LABScan3D™ სისტემა (FLEXMAP 3D)

ყველაზე დახვეწილი LABScan3D სისტემა Luminex ტექნოლოგიაზე დაყრდნობით იძლევა მაქსიმალურ გამოსავალს ტრანსპლანტაციისას გამოყენებადი კვლევების განსახორციელებლად.

500 - ბიდიან  არეზე მულტიპლექსირების შესაძლებლობა განაპირობებს  წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. 

ძირითადი უპირატესობები:

  • საკვლევი მასალის გაძლიერებული აღქმადობა ნიმუშის ორმაგი გამტარი სისტემით
  • ტესტირების მაღალი გამოსავალი დროის მცირე მონაკვეთში
  • აპარატის ყიველდღიური მოვლის ავტომატური პროგრამები
  • მონაცემთა ბაზის წარმოების გაუმჯობესებული სისტემა

 

Ion GeneStudio S5 სერია - ახალი თაობის სექვენირების გამოყენება ახლა უკვე დიაგნოსტიკაშიც მოსახერხებელია

Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორები იზიარებს ერთსა და იმავე ფუნდამენტურ ტექნოლოგიას სამივე ინსტრუმენტში: Ion GeneStudio S5, Ion GeneStudio S5 Plus და  Ion GeneStudio S5 Prime სისტემები. 

  • სისწრაფე - Ion GeneStudio S5 - მაღალი ხარისხის მონაცემები რამოდენიმე საათში.
  • სიმარტივე - მომხმარებლისთვის მარტივი ინტერფეისი და რეაგენტები კარტრიჯის ფორმატში, Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორების გამოყენების სიმარტივეს განაპირობებს.
  • მცირე მოცულობის ნიმუშის საჭიროება - 1 ng DNA ან RNA - როცა ნუკლეინის მჟავების მოპოვება პრობლემურია.

 

 

KRYPTOR GOLD

ახალი იმუნო-ანალიზატორი KRYPTOR GOLD წარმოადგენს მაღალი წარმადობისა და ეფექტურობის, სისტემის ავტომატიზების სრულყოფის და ეკონომიურობის კომბინაციას.

B·R·A·H·M·S-ის KRYPTOR GOLD ინოვაციური სისტემა სრულყოფილი, დახვეწილი ინსტრუმენტია მის წინამორბედ KRYPTOR  სისტემებს შორის (KRYPTOR classic, KRYPTOR compact და KRYPTOR compact PLUS), რომელიც ლაბორატორიული ანალიზების ფართო სპექტრის განხორციელების საშუალებას იძლევა:

  • პრენატალური სკრინინგი და ფერტილობა;
  • ინფექციური დაავადებები (სეფსის ჩათვლით);
  • მწვავე მიოკარდიული ინფარქტის ადრეული დიაგნოსტიკა და გამორიცხვა;
  • უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკა;
  • ენდოკრინოლოგია და მეტაბოლური პათოლოგიები;
  • სიმსივნეები.

 
 

გენეტიკური ანალიზატორი - SeqStudio - ინოვაცია  სანგერის სევენირებასა და ფრაგმენტულ ანალიზში

სანგერის სექვენირება და ფრაგმენტული ანალიზი ოქროს სტანდარტად რჩება დნმ-ის სექვენებირებაზე დამოკიდებულ ანალიზებს შორის, მათ შორის:

  • ანეუპლოიდიების ანალიზი (CNV)
  • პლაზმიდების სექვენირება
  • ონკოლოგიური კვლევები
  • NGS-ის შედეგების დამოწმება
  • სახეობათა იდენტიფიცირება
  • CRISPR-Cas9 სისტემის მიერ გენომის ედიტინგის ანალიზი
  • ადამიანის უჯრედული ხაზების დიფერენცირება
  • Applied Biosystems™ SNaPshot™ გენოტიპირება

 

ვენს შესახებ

საქართველოს ბაზარზე შპს "ABM" წარმოადგენს კომპანია Thermo Fisher Scientific - ს, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რამოდენიმე სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის: Thermo Scientific, Applied Biosystems, Invitrogen, Fisher Scientific, BRAHMS, Ion Torrent, One Lambda, Unity Lab Services და ა.შ.

Thermo Fisher Scientific - მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო სფეროში, რომელიც 70 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს გლობალურად. კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების დარგში მიმდინარე კვლევები, გაუმკლავდნენ კომპლექსურ ანალიტიკურ გამოწვევებს, გააუმჯობესონ პაციენტთა დიაგნოსტიკის, პრეპარატებით უზრუნველყოფის შესაძლებლობები და გაზარდონ ლაბორატორიების პროდუქტიულობა.

20 წელზე მეტია, რაც Applied Biosystems - ის ლაბორატორიული აპარატურა მსოფლიო დონის წამყვანი მეცნიერების ნდობით სარგებლობს. მკვლევარები, რომლებიც საჭიროებენ ეფექტურობას, აკურატულობას და ოქროს სტანდარტის დონის ტექნოლოგიებს, გვანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან ვთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს საწყისი ნიმუშის მომზადებიდან  დიაგნოზამდე, როგორც სექვენირების, გამდინარე ციტომეტრიის და PCR მეთოდოლოგიის მხრივ, ასევე ბიოქიმიურ-იმუნოლოგიური ანალიზების მიმართულებით.

რას ვაკეთებთ

ვენი ტექნიკა, კომპიუტერული პროგრამები, რეაგენტები, სერვისი და სახარჯი მასალები ხელს უწყობს მეცნიერებს გადაჭრან კომპლექსური ამოცანები ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ, აკადემიურ, სამთავრობო, გარემოს დაცვის, ინდუსტრიულ კვლევებსა და კლინიკურ ლაბორატორიებში.

ჩვენი პროდუქცია მოიცავს ეტაპებს დაწყებული ნიმუშის მომზადებიდან, საკვლევი მასალის დახასიათების, ქიმიური ანალიზის და კლინიკური დიაგნოსტიკის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში მკურნალობის რაციონალური მეთოდოლოგიის შემუშავების და გამოყენების საშუალებას იძლევა.

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მარტივ წვდომას ლაბორატორიული ტექნიკის, რეაგენტების, სახარჯი მასალების და სერვისების სრულყოფილ პორტფოლიოზე. ჩვენი პარტნიორები, მაგალითად როგორიცაა B·R·A·H·M·S, იკვლევს, ანვითარებს და ქმნის ახალ სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს, რაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. 

ჩვენი პროდუქციის სპექტრი მოიცავს: ლაბორატორიულ ტექნიკას და სახარჯ მასალებს, მასურ სპექტრომეტრიას, ქრომატოგრაფიას, მოლეკულურ ბიოლოგიას, ცილების კვლევას, კლინიკურ სადიაგნოსტიკო საშუალებებს და სხვა მრავალს.

 

Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider
Bootstrap Touch Slider

კონტაქტი

­

 

სამუშაო საათები 10:00 - 18:00

 

ოფისი ლუბლიანას ქ. 11ა, 0159 თბილისი, საქართველო

 

ტელეფონი +995 32 211 20 17

 

ელ.ფოსტა info@abm.com.ge