ომპანია „ეი ბი ემ“ ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საიმედო კომპანიაა საქართველოს ლაბორატორიული ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმინაობაა მოწინავე მოლეკულური დიაგნოსტიკის და კვლევითი ლაბორატორიული ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებისთვის სისტემური გადაწყვეტილებების მომზადება და განხორციელება.

სისტემური გადაწყვეტილება მოიცავს ლაბორატორიის კომპლექსურ აღჭურვას სპეციალიზებული და ლაბორატორიული მოწყობილობით, ლაბორატორიული ავეჯით, ჭურჭლით, აქსესუარებით და სახარჯი მასალებით.

მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ მეთოდური დახმარებას, მომსახურებას (საგარანტიო და არასაგარანტიო), ლაბორატორიის პერსონალის მომზადებას დამკვეთისა და ჩვენი სასწავლო ცენტრის ბაზაზე.

საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება ლაბორატორიის დაპროექტება, საინფორმაციო მართვის სისტემების დანერგვა, ლაბორატორიის ყველა საჭირო სანებართვო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო აკრედიტაციის მიღებაში დახმარების გაწევა.

კომპანია „ეი ბი ემ“ ნეყოფიერად თანამშრომლობს გარემოსდაცვით და სასამართლო, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების სხვადასხვა ლაბორატორიასთან, აგრეთვე სხვადახვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ხარისხისა და სტანდარტიზაციის კონტროლის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან.

ჩვენი გუნდის უდავო კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი დამკვეთის მიერ დასახული მთავარი ამოცანების შეცნობა და მათი ოპტიმალური, ხელსაყრელი გადაწყვეტა.

ჩვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:

  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - მიტოქონდრიული დნმ-ლაბორატორია;
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია - მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია;
  • კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - ონკოგენეტიკური ლაბორატორია;
  • მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - პოლომერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია;
  • კლინიკა ჰეპა - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია;
  • იაშვილის სახელობის კლინიკა - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • ბათუმის ინფექციუსი პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია და სხვა;
  • ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • ნიუ ჰოსპიტალსი - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია - ახალი თაობის სექვენირების და პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • ავერსი - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი - პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • გუდლაბი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია;
  • რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია - სექვენირებისა და პოლიმერაზული ჯაჭვური რექციის ლაბორატორია;
  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოფიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი;
  • ილიას უნივერსიტეტი - სექვენირებისა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია

და მრავალი სხვა...